გადახდა
გადახდის მეთოდები
wegroup-ის ვებგვერდებზე (redberry.ge, mandarina.ge და pair.ge) გადახდის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa, Mastercard ან American Express ბარათით.
ასევე შეგიძლიათ გადახდა TBC ბანკის ლოიალობის ქულებით, საქართველოს ბანკის PLUS ქულებით და American Express MR ქულებით. დამატებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის და TBC ბანკის განვადების ან გადანაწილების სერვისებით, თქვენთვის სასურველი პერიოდის განმავლობაში.
ასევე მხარდაჭერილია გადახდები Apple Pay-ით და Google Pay-ით wegroup-ის ყველა ვებგვერდზე.
პროდუქტის შეძენის წარმატებით დასასრულებლად, გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ თქვენს ბარათზე ან ანგარიშზე არის საკმარისი თანხა ან ქულები პროდუქტის სრულ ფასად. როდესაც პროდუქტებს კალათაში დაამატებთ და გადახდის მეთოდს აირჩევთ, სისტემა გადაგამისამართებთ უსაფრთხო გადახდის გვერდზე, სადაც უნდა მიჰყვეთ ინსტრუქციებს.
როგორ შევიძინოთ პროდუქტი
აირჩიეთ სასურველი პროდუქტები ნებისმიერი კატეგორიიდან. გამოიყენეთ ზომების ცხრილი და დამატეთ არჩეული ნივთები კალათაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: კალათაში დამატებული ნივთები არ არის დაჯავშნილი მანამ, სანამ გადახდა არ შესრულდება. შესაძლებელია სხვა მომხმარებელმა შეიძინოს იგივე პროდუქტი მანამდე, ამიტომ გირჩევთ, შეკვეთა რაც შეიძლება მალე დაასრულოთ.
როგორ გავაფორმოთ შეკვეთა
პროდუქტის დამატების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „გაგრძელება“. მიუთითეთ სასურველი მისამართი მიწოდებისთვის და მონიშნეთ რუკაზე თქვენი მდებარეობა, რათა კურიერმა მარტივად მოგძებნოთ. შემდეგ დააჭირეთ „შენახვა და გაგრძელება“ და აირჩიეთ შენახული მისამართი შეკვეთის დასასრულებლად.
თქვენი კომფორტისთვის, wegroup გთავაზობთ რამდენიმე მიწოდების ვარიანტს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასდაკლების ან აქციების პერიოდში ზოგიერთი მიწოდების მეთოდი შესაძლოა დროებით მიუწვდომელი იყოს. სისტემა ავტომატურად გაჩვენებთ იმ კურიერულ სერვისებს, რომლებიც იმ მომენტში აქტიურია. ასევე, მაღალი მოთხოვნის დროს მიწოდების დრო შესაძლოა გახანგრძლივდეს — შესაბამისი ინფორმაცია ნაჩვენები იქნება შეკვეთის გაფორმებისას.
ხელმისაწვდომი გადახდის მეთოდები
- Visa, Mastercard და American Express ბარათები ნებისმიერი ბანკიდან
- TBC ბანკის ლოიალობის ქულები
- საქართველოს ბანკის PLUS ქულები
- American Express MR ქულები
- Apple Pay და Google Pay
- Silk Bank-ის “Mere” ბარათი
- საქართველოს ბანკის განვადება
- TBC ბანკის გადახდის გეგმა
შეკვეთის დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს „ყიდვა“ და შეიყვანეთ ბარათის დეტალები უსაფრთხო გადახდის გვერდზე.