კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მიზანი

ვებგვერდი www.wegroup.ge ვიზიტის დროს მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია, რომ წინამდებარე პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, ამიტომ შპს „ვიგრუპი“ მოგიწოდებთ პერიოდულად გადაამოწმოთ იგი.

მომხმარებელი, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალურ ინფორმაციას, ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას შპს „ვიგრუპს“ გამოიყენოს ეს მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

პოლიტიკა განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს, მიზნებსა და პირობებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და GDPR-ის საფუძველზე.

ტერმინთა განმარტება

  • შპს „ვიგრუპი“ („ჩვენ“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კომპანია, საიდენტიფიკაციო კოდი 405278284, მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 129, ტელ: 0322050808, ელ.ფოსტა: info@wegroup.ge.
  • პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება.
  • მონაცემთა დამუშავება – მონაცემთა შეგროვება, შენახვა, გამოყენება, გადაცემა, წაშლა ან სხვა ოპერაცია.
  • მონაცემთა სუბიექტი – ფიზიკური პირი, რომლის მონაცემებიც მუშავდება.
  • მონაცემთა სუბიექტის თანხმობა – თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება მონაცემთა დამუშავებაზე.
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი – განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.
  • დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი – ამუშავებს მონაცემებს ჩვენი დავალებით.
  • მესამე პირი – სხვა პირი, რომელიც არ არის მონაცემთა სუბიექტი, ჩვენ ან დამმუშავებელი.
  • პირდაპირი მარკეტინგი – ტელეფონის, ელფოსტის ან სხვა საშუალებით შეთავაზებების მიწოდება.

თანხმობა

ჩვენი ვებგვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება პოლიტიკაში განსაზღვრულ პირობას და გვანიჭებს უფლებას დავამუშაოთ, შევინახოთ და გამოვიყენოთ მისი მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

მონაცემთა დამუშავების საფუძველი

  • მომხმარებელთან ხელშეკრულების შესრულება ან დადება.
  • მომხმარებლის თანხმობა.
  • სერვისის გაწევის აუცილებლობა.

მიზნები

  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
  • კანონისმიერი ვალდებულებების შესრულება.
  • კომუნიკაცია და უკუკავშირი.
  • ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა.
  • მარკეტინგული აქტივობების განხორციელება.
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია.

მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს:

  • რა მონაცემებს ვამუშავებთ;
  • დამუშავების მიზანი და საფუძველი;
  • მონაცემთა წყარო;
  • ვის გადაეცა მონაცემი და რატომ;
  • მონაცემთა განახლება, შეცვლა ან წაშლა;
  • დამუშავების შეწყვეტა;
  • ინფორმაციის გადაცემა სხვა დამმუშავებელზე.

მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააუქმოს მარკეტინგთან დაკავშირებული თანხმობა.

მომხმარებლის ვალდებულება

მომხმარებელი ვალდებულია მოგვაწოდოს სწორი და სრული ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში განაახლოს იგი.

საკურიერო პარტნიორი

შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების მიზნით პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, შეკვეთის დეტალები) გადაეცემა პარტნიორ საკურიერო კომპანიას – Quickshipper-ს. ეს ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ მიწოდების მიზნით.

პირდაპირი მარკეტინგი

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თანხმობა მომხმარებელი აცხადებს ვებგვერდზე პირად ანგარიშში ღილაკით “switch on/off”. თანხმობის გაუქმების შემდეგ შეტყობინებები შეწყდება არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

ლოგ ფაილები და Cookies

ვიყენებთ Cookies და ლოგ ფაილებს ვებგვერდის მუშაობისა და მარკეტინგული ანალიზისთვის. მომხმარებელს შეუძლია Cookies პარამეტრების შეცვლა ბრაუზერში.

მონაცემთა მიღება

  • რეგისტრაციისას ფორმის შევსებით.
  • კომუნიკაციისას (ტელეფონი, ელფოსტა, ჩატი).
  • ვებგვერდზე ვიზიტისას.

მონაცემთა ტიპები

  • მობილურის ნომერი, ელფოსტა, მისამართი, სახელი და გვარი, პაროლი.
  • საბანკო ბარათის მონაცემებზე წვდომა არ გვაქვს – გადახდა ხდება ბანკის უსაფრთხო გვერდზე.

მონაცემთა შენახვის ვადა

მონაცემები ინახება მანამ, სანამ მომხმარებელი არ მოითხოვს წაშლას ან არ შეწყდება მომსახურება.

უსაფრთხოება

ვახორციელებთ ყველა საჭირო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას, თუმცა არ ვართ პასუხისმგებელი მესამე პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე.

გარე ბმულები

ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს გარე ბმულებს. მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს ჩვენი პოლიტიკისგან.

ცვლილებები

პოლიტიკაში ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე ან მომხმარებელს გაეგზავნება შეტყობინება. გამოყენების გაგრძელება ნიშნავს ცვლილებებზე თანხმობას.